სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.

2.ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად მიმართავს ამ კანონის მე-9 ან მე-10 მუხლით განსაზღვრულ ნებართვის გამცემს და მას წარუდგენს: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

3.ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის მაძიებელი რეკომენდაციის მისაღებად მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, ხოლო რეკომენდაციის მიღების შემდეგ − ნებართვის გამცემს. თუ ნებართვის მაძიებელი განცხადებას ამ წესის დარღვევით წარადგენს, ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წარმოება არ იწყება და ეს განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად ეგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.

4.ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებული არ არის, მოიპოვოს ამ კანონით განსაზღვრული ნებართვები. აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი. 2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად მიმართავს ამ კანონის მე-9 ან მე-10 მუხლით განსაზღვრულ ნებართვის გამცემს და მას წარუდგენს: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 3. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის მაძიებელი რეკომენდაციის მისაღებად მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, ხოლო რეკომენდაციის მიღების შემდეგ − ნებართვის გამცემს. თუ ნებართვის მაძიებელი განცხადებას ამ წესის დარღვევით წარადგენს, ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წარმოება არ იწყება და ეს განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად ეგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. 4. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებული არ არის, მოიპოვოს ამ კანონით განსაზღვრული ნებართვები. აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2532294¹5614194¹ (დ…4 (და…972712
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს აღმასრულებ…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა