საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

მუხლი 6. განცხადების

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

წარდგენა ლიცენზიის / ნებართვის მისაღებად 1. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ ბრძანებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წერილობით განცხადებას ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით გადაცემული აქვს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

2.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადება წარდგენილია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებაში, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია სამ დღეში განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნოს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც გადაცემული აქვს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოების შემთხვევაში განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამისი დასაბუთებით გადაგზავნიდან 2 დღეში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ნოე. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶5525174134711141256
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს აღმასრულებ…ლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…სამხედრო და ორმაგი დან…ინვესტიციების სახელმწი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა