Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებმუხლი 5

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2017
თემები:ტრანსპორტიზოგადი ბიზნესიექსპორტის კონტროლიდაბინძურების კონტროლინახშირბადის ბაზრებიადმინისტრაციული წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

2.სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში.

3.სახიფათო ნარჩენების ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სამინისტროს წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინოს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბაზელის კონვენციის V „A“ და V „B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები; ბ) ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; გ) ფინანსური გარანტია, რომელიც წარმოდგენილია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით. იგი უნდა ფარავდეს ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს და განთავსების ან აღდგენის (მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის) ხარჯებს.

4.ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობის მისაღებად შესაბამისი შეტყობინების პროცედურას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სამინისტრო. ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) გადაწყვეტილების წარმოდგენამდე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება.

5.სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

6.არასახიფათო ნარჩენის იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნარჩენის დასახელება; ბ) ნარჩენის კოდი (ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით); გ) ნარჩენის რაოდენობა (ტონა); დ) ნარჩენის აღწერილობა; ე) ნარჩენის შეფუთვის ტიპი; ვ) ნარჩენის ექსპორტის სახელმწიფო; ზ) ნარჩენის ექსპორტიორი; თ) ნარჩენის იმპორტიორი; ი) ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და მისამართი; კ) გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ლ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების აღდგენა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

7.ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

8.ნებართვის გამცემს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენის იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) ნარჩენის გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება; ბ) აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას.

9.ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 1 სამინისტროს რჩება, ხოლო 2 ნებართვის მაძიებელს გადაეცემა.

10.არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურის განხორციელება არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტური ორგანო. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტურ ორგანოს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

11.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სამინისტროს ყოველი წლის 1 სექტემბრამდე აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენების შესახებ (ეს ინფორმაცია შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენის კატეგორია; ნარჩენის დასახელება; ნარჩენის იმპორტიორი/ექსპორტიორი; ნარჩენის იმპორტის/ექსპორტის სახელმწიფო; ნარჩენის კოდი; ნარჩენის რაოდენობა). საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 1995 – 11 ნოე. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4¹შემდეგი მუხლი 5¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2017 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 აპრ. 2016
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 25მუხლი 2მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი
  • 26¹⁹ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა
  • 26¹⁷ნებართვის ფორმა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 24ნებართვის გაცემის დამატებითი წესი
  • 19ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 26ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 125საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 34 (დანართი 1)ნარჩენების მიღების პროცედურა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4 (დანართი 1)ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26¹⁹26¹⁷2324192526234 (და…34 (დ…391255
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს „წითელი ნუ…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს საბაჟო კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 7 დეკ. 2017 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026