რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს: ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ; ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა; გ) ბირთვული დაცულობის გეგმა; დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა.

4.მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

5.ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია: ა) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების შესახებ; ბ) რადიოაქტიური წყაროს მწარმოებლის/მომწოდებლის საგარანტიო წერილი I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ (იმპორტის შემთხვევაში); გ) რადიოაქტიური მასალის მიმღების, გამგზავნის და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის შესახებ; დ) ტრანზიტის შემთხვევაში, რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის თანხმობა რადიოაქტიური წყაროს მიღების შესახებ.

6.მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

7.ბირთვულ მასალასთან ან/და I, II და III კატეგორიების რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გასაცემად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს: ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ; ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა; გ) ბირთვული დაცულობის გეგმა; დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა. 4. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. 5. ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია: ა) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების შესახებ; ბ) რადიოაქტიური წყაროს მწარმოებლის/მომწოდებლის საგარანტიო წერილი I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ (იმპორტის შემთხვევაში); გ) რადიოაქტიური მასალის მიმღების, გამგზავნის და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის შესახებ; დ) ტრანზიტის შემთხვევაში, რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის თანხმობა რადიოაქტიური წყაროს მიღების შესახებ. 6. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად. 7. ბირთვულ მასალასთან ან/და I, II და III კატეგორიების რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გასაცემად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶538²38⁴5959²51213222069¹2927
მითითებამნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…კერძო დაცვითი საქმიანო…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა