Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 1¹

ამნისტიის შესახებ

მუხლი 1¹. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება:

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან, და რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ნებაყოფლობით განაცხადებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე; ბ) პირზე, რომელიც ბრალდებული ან მსჯავრდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული/შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა. მუხლი 2 ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული ფინანსური სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რაც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის საფუძველზე მიღებული იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყოველთვიური შემწეობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული ფინანსური დახმარების სახელმწიფოსათვის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

შემდეგი მუხლი 3¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2013-12-30

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 339საქართველოს სისხლი… 362საქართველოს სისხლი… 363

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 3¹იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ სა
  • 4¹ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორ

ამნისტიის შესახებ

  • 1—
  • 3—
  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 2—

ამნისტიის შესახებ

  • 1—

ამნისტიის შესახებ

  • 7—
  • 8—

ამნისტიის შესახებ

  • 2—

ამნისტიის შესახებ

  • 10—

ამნისტიის შესახებ

  • 2¹ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება), 158-ე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1339362363222¹3¹4¹13510781¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 დეკ. 2013