1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 133 1 მუხლით, 133 2 მუხლით, 135 1 მუხლით, 142-ე−144 3 მუხლებით, 150 1 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე−159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 172 1 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 194 1 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−235 1 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 238 1 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−255 2 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 273 1 მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე−345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 353 1 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით.
2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.
3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
