ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება: ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 332-ე, 333-ე, 338-ე, 339-ე, 340-ე, 341-ე, 342-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის ან ამ დოკუმენტებიდან რომელიმეს მსგავსი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, რომელიც საფუძვლად დაედო რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაცემას, თუ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას ბრალი არ აქვს წაყენებული; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირზე; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირზე.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც ამ დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ან შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №118აგ-162016-11-0412
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ამნისტიის გავრცელების წინაპირობები

    საკასაციო პალატამ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა მსჯავრდებულზე 2015 წლის 24 დეკემბრის ამნისტიის კანონი ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქმედებების გამო. პალატამ დაასკვნა, რომ ამნისტია არ ვრცელდებოდა, რადგან მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა და მსჯავრი დაედო აგრეთვე ყალბი ბლანკის, ბეჭდისა და შტამპის დამზადებისა და გამოყენების ორგანიზებისთვის. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ამნისტიაზე უარი ძალაში დარჩა. თავდაპირველი განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული იყო 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლითა და 7 თვით პირობითი სასჯელი, 40000 ლარის ჯარიმა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

  • №115აგ-162016-11-0320
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ამნისტიის მოქმედების დროითი ფარგლები

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა 2015 წლის ამნისტია დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებულზე. პალატამ დაადგინა, რომ დანაშაული 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ იყო ჩადენილი, ხოლო ამ მუხლით დანიშნული სასჯელი უკვე მოხდილი იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა; ადრე საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული იყო 7 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
362363211213535105781
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა