საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 8. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ეს მაჩვენებლებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და ამ შემთხვევების დროს დაშავებულ პირთა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.

2.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის პოლიტიკა და მისი განხორციელება ეფუძნება სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.

3.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6013518302656797 (და…208
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…სამოქალაქო უსაფრთხოები…გარემოს დაცვის შესახებსაავტომობილო გზების შე…ტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა