საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენი ან მილსადენების ქსელი, ყველა სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება ქარხნისათვის ან რეზერვუარისათვის ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტში გადასაცემად. სატრანსპორტო საშუალება არ არის ნებისმიერი სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენი, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება ან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი
საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული: ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის; ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი; ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება
საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის
საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მგზავრის გადაყვანისთვის ან/და საქონლის გადაზიდვისთვის გამოიყენება
მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო
გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება