1.ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2.ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით.
3.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა მოიცავს ტრანსპორტის სფეროში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებსაც.
5.სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.334 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.



