Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 60

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიტრანსპორტიდაბინძურების კონტროლიპიროვნული დაზიანებასატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.

2.რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე: ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით; ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით; გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით; დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.

3.მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.

4.სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.

5.სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.

6.სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

7.სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

8.პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9.მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.

10.გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას. 2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე: ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით; ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით; გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით; დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით. 3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით. 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. 5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს. 6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. 7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას. 10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას. 2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე: ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით; ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით; გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით; დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით. 3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით. 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. [ 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს. 6. საფრთხეშემცველი ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ. [ 6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას. 10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 59¹შემდეგი მუხლი 60¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • FELA სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 59მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი
  • 31სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაცია
  • 61ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 6საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 10საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს
  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 106რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 211რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები
  • 115რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 5ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59316110621111510610187 (და…560
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026