საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (დანართი 2)

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 15 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია - 03.08.2016, №425/ №01/-33/ნ).

2.სისხლის სინჯი აღებულ უნდა იქნეს გამოსაკვლევი პირიდან  ვენური პუნქციის გზით მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ (ექიმი, ექთანი).

3.სისხლის სინჯის აღებისას სამედიცინო პერსონალის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთჯერადი ხელთათმანი.

4.პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის  გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტი და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება ვაკუუმიანი ან ჩვეულებრივი სინჯარა, რომელიც უნდა იყოს სტერილური და შეიცავდეს ანტიკოაგულანტს და კონსერვანტს.

5.გამოსაკვლევი მასალის (სისხლის სინჯის) აღება წარმოებს 2 ულუფად, რომელიც მოთავსებულ უნდა იქნეს 2  სინჯარაში, თითოეულში 5-5მლ-ის ოდენობით. სინჯარების განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

6.გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ, სინჯარებში არსებული სითხეების/კოლტის აქტივატორის არევა უნდა მოხდეს სინჯარების ფრთხილად მინიმუმ 5-ჯერ (მაქსიმუმ 10-ჯერ) 180 გრადუსით გადაბრუნების გზით.

7.სისხლის სინჯის აღების შემდეგ პუნქციის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით და დაედოს პლასტირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №189/ №01-17/ნ - ვებგვერდი, 11.03.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივნისის ბრძანება №461/N01-38/ნ - ვებგვერდი, 20.06.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2016 წლის 3 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №425/ №01-33/ნ - ვებგვერდი, 03.08.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 თებ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1251478126362 (და…3 (და…3 (და…2 (და…2621281 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის კომპონენტების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა