Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 81

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 81. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება; გ 1 ) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად; გ 2 ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; დ 1 ) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 6 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

2.დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.

3.ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება; გ 1 ) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად; გ 2 ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; დ 1 ) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 6 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. 2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. 3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №138 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივლ. 2021 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 80შემდეგი მუხლი 81¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დნმ მტკიცებულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 105მუხლი 80

მიუთითებენ მასზე

მუხლი 81¹საქართველოს შინაგა… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 80გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე
  • 81¹ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე და სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას
  • 79ნივთიერი მტკიცებულების შენახვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 161ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება
  • 158ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 41მტკიცებულებათა გადაცემა
  • 42საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევა
  • 27ნებართვის გაცემა პირის გადაცემაზე

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 35ნივთიერ მტკიცებულებათა გადაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 368მტკიცებულების განადგურება

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 66

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 249ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4142273682491611588081¹105793566781
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026