1.იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2.იარაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ; ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; ე) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.




