Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკერძო დაცვითი საქმიანობის შესახებმუხლი 21

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 21. მცველის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:თავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს: ა) აწარმოოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო- და ფოტოგადაღება, გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ აღნიშნული ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (თუკი არსებობს დამკვეთისა და დაცვითი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობა); ბ) ობიექტზე უნებართვოდ მყოფ პირს მოსთხოვოს მისი დატოვება; გ) მოსთხოვოს პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და დაცვის ობიექტზე დადგენილი წესრიგის/რეჟიმის დაცვა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტიდან მისი გაძევება; დ) შეიპყროს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; ე) არ შეასრულოს დამკვეთის ან/და დაცვითი ორგანიზაციის ისეთი დავალება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-12 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს; ვ) გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის ობიექტის უსაფრთხოებისათვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მცველის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას ან/და დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

3.მცველი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები; ბ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა); დ) დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი; ე) დაცვის ობიექტიდან გააძევოს პირი, რომელიც: ე.ა) უნებართვოდ იმყოფება დაცვის ობიექტზე; ე.ბ) არღვევს დაცვის ობიექტზე დადგენილ წესრიგს/რეჟიმს; ვ) დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; ზ) უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოსვლამდე დაიცვას დანაშაულის ადგილი და ქონება, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას; თ) სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობაში და მართლწესრიგის დაცვის სხვა ღონისძიებების განხორციელებაში, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას; ი) შეინახოს დაცვის ობიექტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, დაცვითი მომსახურების გეგმა), არ გაახმაუროს აღნიშნული ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს; კ) დაცვითი საქმიანობა განახორციელოს დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, მცველს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. თავი VI. იარაღის, სპეციალური საშუალებების და ფიზიკური იძულების გამოყენების წესები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 20 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის მომსახურების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 20 დეკ. 2018
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები
  • 18მცველის უფლებამოსილება
  • 14დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
  • 99ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 35სამსახურის უფლებები და მოვალეობები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 17აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

თავდაცვის კოდექსი

  • 173მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა
  • 24სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები
  • 33სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17101213181411²11351732433219921
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…ფულის გათეთრებისა და ტ…სააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026