რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 36. რადიაციული დაცვის კონტროლი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან ადამიანებისა და გარემოს დასაცავად, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასხივების დოზური ზღვრები მარეგულირებელი ორგანოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის.

2.„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის საქმიანობები ან/და წყაროები, რომლებზეც არ გავრცელდება მარეგულირებელი ორგანოს კონტროლი, თუ: ა) ადამიანებისთვის მაიონებელი გამოსხივების რისკები საკმაოდ დაბალია; ბ) მთლიანობაში რადიოლოგიური ზემოქმედება საკმაოდ დაბალია; გ) საქმიანობა ან წყარო, საკუთარი მახასიათებლებით, მიიჩნევა უსაფრთხოდ და არ არსებობს იმგვარი სიტუაციის წარმოშობის ალბათობა, რომლის დროსაც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება.

3.„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებიდან ამოღების ის მნიშვნელობები, რა შემთხვევაშიც, ავტორიზებული საქმიანობის ფარგლებში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის რეგულირებიდან ამოღების გადაწყვეტილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან ადამიანებისა და გარემოს დასაცავად, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასხივების დოზური ზღვრები მარეგულირებელი ორგანოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. 2. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის საქმიანობები ან/და წყაროები, რომლებზეც არ გავრცელდება მარეგულირებელი ორგანოს კონტროლი, თუ: ა) ადამიანებისთვის მაიონებელი გამოსხივების რისკები საკმაოდ დაბალია; ბ) მთლიანობაში რადიოლოგიური ზემოქმედება საკმაოდ დაბალია; გ) საქმიანობა ან წყარო, საკუთარი მახასიათებლებით, მიიჩნევა უსაფრთხოდ და არ არსებობს იმგვარი სიტუაციის წარმოშობის ალბათობა, რომლის დროსაც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება. 3. „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებიდან ამოღების ის მნიშვნელობები, რა შემთხვევაშიც, ავტორიზებული საქმიანობის ფარგლებში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის რეგულირებიდან ამოღების გადაწყვეტილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131429227163¹2158391536
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ატმოსფერული ჰაერის დაც…რადიოაქტიური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა