Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებმუხლი 45³

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 45³. 2023 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საგანგებო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45​ 3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ბ) ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

3.ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

4.პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით.

5.პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: ა) იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

6.არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45​ 3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ბ) ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. 4. პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით. 5. პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: ა) იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. 6. არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 18 მარ. 2021 – 6 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 31 დეკ. 2018 – 28 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2021
  2. 24 ივნ. 2021
  3. 22 თებ. 2021
  4. 29 დეკ. 2020
  5. 14 ივლ. 2020
  6. 22 მაი. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 45²შემდეგი მუხლი 45⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №45

  • 6 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 11პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება
  • 45¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 23საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა. კარანტინი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 55ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 42¹⁰იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა
  • 177¹⁵საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 359¹საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა
  • 248¹იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 75

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 332⁵2023 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 6პაციენტის უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
359¹248¹45¹26311642¹⁰177¹⁵7523332⁵553745³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს სახელმწიფო…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს ადმინისტრა…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026