Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 37

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 37. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 31 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესების დამტკიცება; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.

2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის დამტკიცება; ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება.

3.ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და ამ კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად; გ) 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ ამ კანონის გამოქვეყნებამდე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო საექსპერტო დასკვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გეგმაში დამატებით გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ იმ კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობასა და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე, რომლის საქმიანობის საგანსაც სერვისების მიწოდება არ განეკუთვნება.

5.მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება; ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.

6.ამ კანონის გამოქვეყნების მომენტიდან შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მის საფუძველზე დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-31 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 36

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 24აღმასრულებელი ხელისუფლება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

პოლიციის შესახებ

  • 60გარდამავალი დებულებანი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 63—

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 31გარდამავალი დებულებანი

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 99კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 31გარდამავალი დებულებები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
631431601764999362415312937
მითითებამნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…შრომითი მიგრაციის შესა…კანონთან კონფლიქტში მყ…სოციალური მუშაობის შეს…პოლიციის შესახებსამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 31 მარ. 2026