Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებმუხლი 11

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 11. პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საგანგებო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.

1¹.იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

2.ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

3.გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.

4.სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას.

5.მცირეწლოვნის ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას.

6.იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5890 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 1 1 . იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია. 2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას. 5. მცირეწლოვნის ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. 6. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5890 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 2 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 თებ. 2021
  2. 2 მაი. 2020· გამოქვეყნდა 24 აპრ. 2020
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 14 დეკ. 2017
  5. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში ქმედუუნარო პირის ნაცვლად მცირეწლოვანი დასახელდა და შეტყობინების ფორმულირება შეიცვალა; წერილობითი შეტყობინების მოთხოვნა და შინაარსი — იურიდიული საფუძველი და სავარაუდო ხანგრძლივობა — დარჩა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №45

  • 5 ცვლილება · ბოლო 22 თებ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 42¹⁰

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 45³2023 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები
  • 45¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

პოლიციის შესახებ

  • 4¹დროებითი მოთავსების იზოლატორი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 42¹⁰იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁵³პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹³საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები
  • 64საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

სოციალური დახმარების შესახებ

  • 14სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 4

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵³90¹³45³45¹1442¹⁰44¹666466¹1511
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026