საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას; ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას; დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა; ე)  სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ; ვ)  ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას; ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას.

2.სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით: ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ; გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას; დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით; ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს; ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას.

3.სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა)  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი; ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია; გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ.

5.სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ.

6.საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

8.სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3548 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3599 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას; ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას; დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა; ე)  სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ; ვ)  ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას; ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას. 2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით: ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ; გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას; დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით; ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს; ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას. 3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა)  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი; ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია; გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ. 5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ. 6. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. 8. სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3548 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3599 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-6 პუნქტში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები შეიცვალა პენიტენციური დაწესებულებებით და „დადგენილი“ — „გათვალისწინებულით“. მე-8 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს.

  3. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010

    მე-6 პუნქტში პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესის დადგენა მინისტრის უფლებამოსილებაა, მათ შორის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში; მე-8 პუნქტში სანიტარიული ნორმები ეხება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
466987885³8281269107
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…ჯანმრთელობის დაცვის შე…სამედიცინო-სოციალური ე…აივ ინფექცია/შიდსის შე…სოფლის მეურნეობისა და …ტუბერკულოზის კონტროლის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა