ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული; გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე−260 2 და 261-ე−268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 273 ​ 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; დ) ნარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული; გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე,260-ე−260 264-ე,2 265-ე,და 266-ე,261-ე−268-ე 267-ე,მუხლებით 268-ე,ან 271-ე, 272-ე ან 273 1 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების​ მიზანი)1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; დ) ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელინარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) ან 273 1 (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების260 მიზანი)3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მარ. 2021 – 17 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025

    მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ხელშემწყობის განმარტება ახლა მუხლების ჩამონათვალზეა აგებული, გასაღების მიზნის დადასტურებით დამოკიდებული გამონაკლისების გარეშე, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში „გამსაღებლის“ ნაცვლად განმარტებულია ნარკომოვაჭრე 260³ მუხლის მიხედვით.

  2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ცნება გაფართოვდა: მასში შედის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ის ჩამდენიც, რომლის მიერ დანაშაული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო ჩადენილი, თუ ეს დადასტურებულია.

  3. · გამოქვეყნდა 12 მარ. 2014

    მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ხელშემწყობად მიიჩნევა XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი, თუ დანაშაულმა გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა; 260-ე და 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის მითითებები ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
273443¹3183321132
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…ორგანიზებული დანაშაული…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…სქესობრივი თავისუფლები…ამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა