Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 3

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025
თემები:არასრულწლოვანთა სისხლის სამართალიოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულებისხეულის დაზიანება და ცემამკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებითანამონაწილეობა და დამხმარეობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი; ბ) კანონიერი წარმომადგენელი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის 18 წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი, აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვანის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასრულწლოვანმა შეიძლება ისარგებლოს; გ) ახლო ნათესავი − კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი) – ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; ე)  მულტიდისციპლინური ჯგუფი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან (ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იურისტი და სხვა) შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში; ზ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რეაბილიტაციის და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, და არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე მისი მოსაზრების გათვალისწინებით; თ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც ამ კანონის IV თავის შესაბამისად ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. თავი II კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პრინციპები

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა (მუხლი 126) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წამება და დამამცირებელი მოპყრობა (მუხლი 144¹) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება / ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-25

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო
  • 15კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება
  • 18კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის
  • 10არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 3კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებული ტერმინები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1305⁷ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41305⁷3431032330215183
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ბავშვის უფლებათა კოდექ…სოციალური მუშაობის შეს…ფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025