Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებმუხლი 4

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 4. კანონში გამოყენებული ტერმინები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:პაციენტის უფლებებიჯანმრთელობის მონაცემებიპროფესიული შეცდომატელემედიცინაშესაბამისობამსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფსიქიკური აშლილობა − ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომლებიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას და არღვევს პირის გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით; ბ) პაციენტი – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, რომელიც სარგებლობს ფსიქიატრიული დახმარებით; ბ 1 ) მხარდაჭერის მიმღები − პირი, რომელიც სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნო მხარდაჭერის მიმღებად; გ) ფსიქიატრიული დახმარება – ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ფსიქიატრიული დაწესებულება – შესაბამისი უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულება ან მისი განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისთვის ფსიქიატრიული დახმარების ან/და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა; ე) ფსიქიატრიის დარგის მუშაკი – ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც სპეციალური მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე უფლება აქვს, დახმარება გაუწიოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს; ვ) გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი; ზ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, პაციენტის მეურვე ან მზრუნველი; თ) პაციენტის ნათესავი – პაციენტის მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა, პაპა და ბებია, შვილიშვილი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, ან პაციენტთან მუდმივად მცხოვრები პირი; ი) გამოსაკვლევი პირი – პირი, რომელსაც ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით უტარდება გამოკვლევა; კ) ინფორმირებული თანხმობა – პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე, მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდების შემდეგ; ლ) ექიმ-ფსიქიატრთა კომისია – არანაკლებ ორი სპეციალისტისაგან შემდგარი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით; მ) ფსიქიატრიული დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი – ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიული დახმარების პროცესს. ნ) რისკის შეფასება – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის წინასწარი შეფასება; ო) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა – სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სპეციალური სახე, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას; პ) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს სამედიცინო და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს; ჟ) ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია – იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით; რ) ფსიქიკური ჯანმრთელობა − პირის კეთილდღეობა, სოციალური, სულიერი, კოგნიტური და ემოციური ასპექტების ჩათვლით, კერძოდ, მდგომარეობა, როდესაც იგი ავლენს და ახორციელებს საკუთარ შესაძლებლობებს, უმკლავდება ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ სტრესებს და შეუძლია ეფექტიანი, ნაყოფიერი მუშაობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანა; ს) ფსიქოსოციალური დახმარება − ღონისძიებათა  კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, მისი სოციალური კონტაქტებისა და შრომის უნარის შენარჩუნება/განვითარება და ამ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ტ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება (სერვისი) − ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ისეთი მომსახურების მიწოდება, რომელიც მომსახურების მიმღებს შესაბამისი ზრუნვით უზრუნველყოფს და რომლის მიზანია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და სოციალური ადაპტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარის შენარჩუნების/განვითარების ხელშეწყობა; უ) შეფასების ინსტრუმენტი − ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებში (სერვისებში) პაციენტთა/მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხისა და პირობების შეფასების სტანდარტიზებული კითხვარი (შემდგომ − შეფასების სტანდარტიზებული კითხვარი), რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6360 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. თავი II. პაციენტის უფლებები და დაცვის გარანტიები

რედაქციების შედარება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფსიქიკური აშლილობა – პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს; ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით; ბ) პაციენტი – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, რომელიც სარგებლობს ფსიქიატრიული დახმარებით; გ) ფსიქიატრიული დახმარება – ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ფსიქიატრიული დაწესებულება – შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა; ე) ფსიქიატრიის დარგის მუშაკი – ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც სპეციალური მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე უფლება აქვს, დახმარება გაუწიოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს; ვ) გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი; ზ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, პაციენტის მეურვე ან მზრუნველი; თ) პაციენტის ნათესავი – პაციენტის მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა, პაპა და ბებია, შვილიშვილი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, ან პაციენტთან მუდმივად მცხოვრები პირი; ი) გამოსაკვლევი პირი – პირი, რომელსაც ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით უტარდება გამოკვლევა; კ) ინფორმირებული თანხმობა – პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე, მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდების შემდეგ; ლ) ექიმ-ფსიქიატრთა კომისია – არანაკლებ ორი სპეციალისტისაგან შემდგარი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით; მ) ფსიქიატრიული დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი – ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიული დახმარების პროცესს. ნ) რისკის შეფასება – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის წინასწარი შეფასება; ო) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა – სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სპეციალური სახე, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას; პ) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს სამედიცინო და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს; ჟ) ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია – იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. თავი II. პაციენტის უფლებები და დაცვის გარანტიები

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020
  2. 11 ივლ. 2018
  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  4. 1 ოქტ. 2014· გამოქვეყნდა 6 აგვ. 2014
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (მუხლი 112)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თაღლითობა ჯანდაცვის სფეროში (მუხლი 180)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში (მუხლი 111)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-29 · №21

1
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2020-07-01
6
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21¹⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 8ფსიქიატრიული დახმარება
  • 2კანონის რეგულირების სფერო
  • 9გამოკვლევა და დიაგნოზის დადგენა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 3—

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321¹⁸282943222234
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ქალთა მიმართ ძალადობის…სამედიცინო-სოციალური ე…კანონთან კონფლიქტში მყ…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026