Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებმუხლი 3

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2344¹56

1.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

1¹.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 ​ 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.

2.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.

3.ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.

4.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკომოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.

4¹.მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

6.სასამართლო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2227 - სსმ I №45, 21.12.2009 წ., მუხ.344 საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6954 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №368 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3854 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №927– ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 დეკ. 2025
  2. 3 ივლ. 2025

    მე-3 მუხლის 1¹ პუნქტში უფლებების ჩამორთმევის წესი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 45¹ მუხლებზე ვრცელდებოდა, ახლა 100² მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზეც ვრცელდება.

  3. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მომხმარებლის უფლებების ჩამორთმევის ვადა 3-დან 5 წლამდე გაიზარდა; 1¹ პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და მოიცავს კოდექსის 45-ე მუხლსაც, ქვეპუნქტების მიხედვით დიფერენცირებული ვადებით; მე-4 და მე-6 პუნქტებში „გამსაღებელი“ შეიცვალა „ნარკომოვაჭრით“.

  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    მე-6 პუნქტში სამინისტროს სახელწოდება ახლა „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის“ სამინისტროა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციას დაემატა განმარტება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“; სამი სიტყვის ცვლილება მხოლოდ მართლწერითია.

  5. 18 მარ. 2021

    მე-6 პუნქტში შეტყობინების ადრესატად ახლა დასახელებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (კულტურისა და სპორტის გარეშე), ხოლო ჩამონათვალის ბოლო ორი წევრი დაკავშირებულია კავშირით „და“.

  6. 28 ივლ. 2020

    მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებისა და საჯარო ხელისუფლების ორგანოების ჩამონათვალი შეიცვალა ერთი ცნებით — საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

  7. 20 დეკ. 2018

    მე-3 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შემთხვევაში სასამართლომ პირს პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება შეიძლება ჩამოართვას 3 წლამდე ვადით.

  8. 11 ივლ. 2018

    მე-6 პუნქტში შეტყობინების ადრესატთა ნუსხაში დაემატა დევნილთა სამინისტროს მითითება, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადგილას მითითებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  9. 15 მარ. 2014· გამოქვეყნდა 12 მარ. 2014

    მე-4 პუნქტში „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება გამსაღებელს 20 წლით ჩამოერთმევა, ხოლო 15-წლიანი ვადა „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება; „ა“ ქვეპუნქტის 5-წლიანი ვადა ჩანს უცვლელი.

  10. 19 აპრ. 2012

    მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში უფლებების ჩამორთმევის შესახებ შეტყობინების ადრესატთა ჩამონათვალში იუსტიციის სამინისტრო შეიცვალა თავდაცვის სამინისტროთი.

  11. 10 მარ. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომელიც საპროცესო შეთანხმებისას უშვებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებას ან განსაკუთრებულ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებას.

  12. 4 იან. 2010· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    მე-6 პუნქტში სასამართლოს შეტყობინების ადრესატთა ჩამონათვალიდან ამოღებულია საჯარო სამსახურის ბიურო; დანარჩენი ადრესატები (სამინისტროები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ადვოკატთა ასოციაცია) უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №17

  • 12 ცვლილება · ბოლო 17 დეკ. 2025
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 100²

მიუთითებენ მასზე

იარაღის შესახებ 27მუხლი 5მუხლი 6საქართველოს ადმინი… 100²საქართველოს ადმინი… 45საქართველოს ადმინი… 45¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 6უფლებების აღდგენა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 3უფლების ჩამორთმევა
  • 5უფლების აღდგენა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 43თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
  • 107⁵საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
  • 264ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 30მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება
  • 175²არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა

იარაღის შესახებ

  • 28იარაღის ჩამორთმევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 269გამამტყუნებელი განაჩენი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 70საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
272843107⁵26465100²4545¹30175²59353
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნარკოტიკული დანაშაულის…იარაღის შესახებსქესობრივი თავისუფლები…საქართველოს სისხლის სა…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026