ამნისტიის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.

2.ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − იმავე პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (მსჯავრდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.

3.ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ბრალდებულის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებას და ბრალდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.

4.ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას და მსჯავრდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.

5.ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №461-242024-11-0138
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიით სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა მსჯავრდებულის მიმართ 2024 წლის ამნისტიასთან ერთად 2023 წლის ამნისტიის გამოყენება და მისი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება. პალატამ დაადგინა, რომ 2023 წლის კანონით გათვალისწინებული პირობების, მათ შორის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი წესით ანაზღაურების, შესრულება წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება, რომლითაც საბოლოო სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა, ხოლო მოსახდელი ნაწილი დამატებით 75 დღით შემცირდა.

  • №371-242024-09-2620
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელების შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს 2023 წლის 15 ნოემბრის ამნისტიის კანონით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება და იყო თუ არა დაცული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პირობა. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი პროკურორი მიმართავს, ხოლო წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთი იპოთეკით იყო დატვირთული. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამნისტიაზე უარის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; მსჯავრდებულისათვის ადრე დანიშნული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა არ შეცვლილა.

  • №221-242024-06-2023
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გამოყენება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე. პალატამ მიუთითა, რომ თანამონაწილეობა ჯერ დადგენილი არ იყო და ძებნილი ბრალდებულის პოზიცია ამნისტიით სარგებლობის შესახებ უცნობი იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განჩინება უცვლელად დარჩა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №116აპ-262026-07-2960
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო საჩივარი შეეხებოდა ორი მსჯავრდებულის ჯარიმისგან ამნისტიით გათავისუფლებას. პალატამ დაასკვნა, რომ 2024 წლის ამნისტია ჯარიმაზე არ ვრცელდებოდა, ხოლო 2023 წლის ამნისტიისთვის საჭირო ზიანი დადგენილ ვადაში არ ანაზღაურებულა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა თითოეული მსჯავრდებულისთვის დანიშნული 10000 ლარის ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
287³53³40¹2129281915464
მნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…კანონი საქართველოს საბ…საქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი პასუხის…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა