სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 20. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.

2.სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.

3.სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

4.მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.

5.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაზვერვის სააგენტოს იმ მოსამსახურეების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი.

6.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას; ბ) პირის შემოწმების პროცედურას; გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას; დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

7.საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27⁴31322171620224219212321672420
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…ეროვნული საარქივო ფონდ…პროკურატურის შესახებკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა