Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 32

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 32. ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიფასიანი ქაღალდების რეგულაციასაბანკო შესაბამისობაციფრული ბანკინგიბირჟაზე რეგისტრაცია და KYCპრივატ ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹33¹45

1.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.

2.ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას – მათი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფინანსურ ინსტიტუტს, კლიენტთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული  ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ფარგლებში – ემიტენტს ან/და ემიტენტის მიერ განსაზღვრულ პირს, ამ მუხლის მე-3 და 3 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.

2¹.ემიტენტს უფლ ება აქვს, უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის საშუალებით მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული, კორპორაციული ქმედებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ინვესტორის/რეგისტრირებული მესაკუთრის/ერთეულის მფლობელის და მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც ემიტენტის მიერ არის გამოშვებული. ემიტენტს მისი ან მის მიერ განსაზღვრული პირის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიეწოდება აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის/ნომინალური მფლობელის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება მიეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

3¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეს ინფორმაცია მიაწოდოს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც მას უფლება აქვს, მისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

5.ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირი მას წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4460 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3298 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4269 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4606 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5230 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1336 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1801 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2139 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1308 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობები 1. საბროკერო კომპანიამ , თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით , უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები .

2.ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით .

3.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც კლიენტისათვის ნაკლებად ხელსაყრელია.

4.ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა . საბროკერო კომპანია იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის , საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ .

5.საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის მოხდენიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს: ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე; ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6.საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ანგარიშების წარმოდგენის შესახებ. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელსამფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიასბანკს – მათიმისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისგათვალისწინებულ საფუძველზეშემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება მიეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც მას უფლება აქვს, მისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. 5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირი მას წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4460 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3298 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4269 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4606 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5230 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1336 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1801 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობები 1. საბროკერო კომპანიამ , თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით , უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები . 2. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით . 3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც კლიენტისათვის ნაკლებად ხელსაყრელია. 4. ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა . საბროკერო კომპანია იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის , საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ . 5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის მოხდენიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს: ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე; ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე. 6. საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 31²შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგულატორული ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკის შესაბამისობის აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟის ანგარიშის აღდგენა და დაბლოკვის საკითხების მოგვარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 70საინვესტიციო ფონდე… 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება
  • 29ანგარიშგება და ინსპექტირება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება
  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 30გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
  • 7ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა
  • 45შემოწმება

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 6ანგარიშგება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1729207016745611262432301432
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …კომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საგადახდო სისტემისა და…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026