Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 20

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:კონფიდენციალობის და ინფორმაციის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹55¹5²6789

1.ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს, ამ კანონის მე-9 მუხლის „თ 2 “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეულ დარგის ექსპერტსა და აუდიტორს არ აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.

2.( ამოღებულია - 29.05.2014, №2465 ).

3.ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში საზედამხედველო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.

4¹.საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმავე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

5¹.(ამოღებულია - 10.03.2017, №436) .

5².(ამოღებულია - 10.03.2017, №436) .

6.ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს, ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის „თ 2 “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეულ დარგის ექსპერტს არ აქვს უფლება, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო ან სარეზოლუციო უფლებამოსილებას, არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე,  აღნიშნულ თანამშრომელს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი არის მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი.

7.ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აკავშირებს.

8.ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, აგრეთვე ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ვალდებულების ან/და სხვა მატერიალური ვალდებულების თაობაზე, რომელიც ჯამში 10000 ლარს აღემატება.

9.ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილი, იმოქმედონ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული იმ მითითებების ან/და ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია, ეროვნული ბანკის გარდა, ნებისმიერი სხვა პირისაგან. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის ორგანული კანონი №2997 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №3773 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 – ვებგვერდი, 16.10.2026წ. თავი III. საფინანსო დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 13ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა
  • 45ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 10ინტერესთა კონფლიქტი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 14სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 72კონფიდენციალური ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321714171813457210 (დ…431621102420
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საგადახდო სისტემისა და…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026