ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 23. კომისიის სამართლებრივი აქტები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

2.კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

3.კომისიის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

4.კომისიის სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მათი მოქმედება.

5.კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. 2. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 3. კომისიის სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. კომისიის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 4. კომისიის სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა რეგულირებული საწარმოებისა და იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მათი მოქმედება. 5. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კომისიის ვებგვერდზე. კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომერციული საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვით, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5311872553465302224451023
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა