Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 144

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:ტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას, მისი საქმიანობის შეჩერებისას, აგრეთვე ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული საქართველოს მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია.

2.პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/კოლეგიური ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ამ თანამდებობის პირის/კოლეგიური ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.

3.მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდეს სასამართლოში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გასაჩივრების უფლება აქვს დათხოვნილი, საქმიანობაშეჩერებული ან უფლებამოსილებაშეწყვეტილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

წინა მუხლი 143შემდეგი მუხლი 145

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მმართველობითი ტოკენის დიზაინი DAO-ებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 142

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 143პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება
  • 141საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება
  • 142მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 62საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება
  • 22საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
  • 63საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 14—

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 141მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 23¹მთავრობის უფლებამოსილებანი
  • 12საკრებულოს კომპეტენცია

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

  • 3პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
362226323¹12614142143141141144
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საგანგებო მდგომარეობის…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026