Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებმუხლი 16

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მუხლი 16. მერის უფლებამოსილებანი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1991
თემები:ტოკენომიკა და დიზაინიმართვაDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მერი: ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას და აკონტროლებს მათ საქმიანობას; ქმნის მერის კაბინეტს, მერიის სამსახურებს, ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს; უზრუნველყოფს კოლეგიალობას მერის კაბინეტის მუშაობაში, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე, რომლებიც არ საჭიროებენ კაბინეტის სხდომებზე განხილვას; შეიმუშავებს ქალაქის ბიუჯეტს (ბიუჯეტის ანგარიშს) და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს; ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობასა და ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ახორციელებს ერთიან საფინანსო, საკრედიტო და ფულად პოლიტიკას ქალაქის ტერიტორიაზე; წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟების დაწესების, აგრეთვე ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღებისა და გავრცელების შესახებ; ქმნის ადგილობრივი მმართველობის განვითარებისათვის საჭირო ფონდებს, აგრეთვე სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ფონდებს; მონაწილეობს ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელებასა და ფასების სისტემის სრულყოფაში; საქალაქო ბიუჯეტის შესრულებისას დამატებით მიღებულ შემოსავალს ახმარს ქალაქის მეურნეობის სოციალურ-კულტურული და სხვა აუცილებლი ღონისძიებების დაფინანსებას; იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ საკუთრებაში შემავალი სამრეწველო საწარმოების ორგანიზაციის, რეორგანიზაციისა თუ ლიკვიდაციის, ფირმების, გაერთიანებების და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების შექმნის შესახებ; იღებს ზომებს ქართული ხალხური მხატვრული სარეწებისა და სახელოსნოების ქსელის განვითარებისათვის; ორგანიზაციას უწევს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნის ზონების დაგეგმარებისა პროექტების შემუშავებას. კაბინეტის სხდომაზე განიხილავს ამ პროექტებს და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს რესპუბლიკის მთავრობას; ამტკიცებს ქალაქის, რაიონების, მიკრორაიონებისა და ქალაქმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების, საინჟინრო ნაგებობათა და კეთილმოწყობის პროექტებს, განაშენიანების წესებს გენერალური გეგმის შესაბამისად; კონტროლს უწევს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობას, კრძალავს ან აჩერებს საბინაო-სამოქალაქო და საწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, თუ მათი ნორმები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს; ორგანიზაციას უწევს საბინაო, კომუნალურ, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობას, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობის და სხვა ობიექტების მშენებლობას მერიისათვის გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის თანხმობით. საჭიროების შემთხვევაში, წყვეტს გამოყოფილი სახსრების გაერთიანების საკითხებს, თვითონ ხდება დამკვეთი ან განსაზღვრავს დამკვეთს; ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების ფარგლებში საქალაქო დაქვემდებარების მშენებლობის ობიექტებსა და სატიტულო სიებს; დადგენილი წესით აწარმოებს საყოფაცხოვრებო სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციას, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს; ნიშნავს სახელმწიფო მიმღებ კომისიებს, შესაბამისი მოადგილეების მეშვეობით განიხილავს და ამტკიცებს ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების აქტებს; ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე მთელი მიწის გამოყენებაზე, მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაზე; კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე წყლით, ტყით, წიაღისეულით, ატმოსფერული ჰაერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობისა და მათი დაცვის დარგში; საჭიროების შემთხვევაში ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებისათვის; საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მერიისადმი დაქვემდებარებული მმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელების ბრძანებებს, განკარგულებებსა და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მმართველობითი ტოკენის დიზაინი DAO-ებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის მართვასერვისის გვერდი
  • DAO-ს სტრუქტურის დიზაინი და მმართველობის მოდელისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1991-08-31

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 14მერია
  • 20მერის კაბინეტი
  • 12ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 54მერის უფლებამოსილება
  • 75მთავრობის უფლებამოსილებები
  • 50მერია

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 23¹მთავრობის უფლებამოსილებანი
  • 12საკრებულოს კომპეტენცია
  • 47⁵ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 39გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესი და  უფლებამოსილებები
  • 22საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
  • 38გამგეობა (მერია)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39223823¹1247⁵54755014201216
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…საქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 31 აგვ. 1991