ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 163¹. მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2015 წლის 10 იანვრამდე მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.„მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2585 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 თებ. 2014 – 11 აგვ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹36765¹141565215321756692528163¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…სამოქალაქო უსაფრთხოები…სოციალური მუშაობის შეს…კურორტებისა და საკურორ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა