საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 36. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ: ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3​ 1 და 3 2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს; ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღებას, შენახვასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის განაწილებას; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილება.

3.მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4631 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5571 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6890 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ: ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3​ 1 და 3 2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს; ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღებას, შენახვასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის განაწილებას; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4631 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5571 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6890 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    36-ე მუხლს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებში ამატებს ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
85314385³735¹7569635636
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…სოციალური მუშაობის შეს…შინაურ ბინადარ ცხოველთ…კურორტებისა და საკურორ…ტუბერკულოზის კონტროლის…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა