Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 76

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.

2.თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

3.თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.

4.თუ თბილისის საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა თბილისის მერს მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში თბილისის საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობას.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების დანიშვნამდე.

6.თბილისის მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თბილისის საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ასრულებს თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7.თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 57მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
  • 71თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
  • 72თბილისის მერია

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 25მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები
  • 22ქალაქ თბილისის მერი
  • 13საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 18მერის პირველი მოადგილე
  • 19მერის მოადგილეები
  • 15თბილისი მერი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 20ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 21მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 25პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2025221321595771721819152576
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…საქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…აღმასრულებელი ხელისუფლ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026