ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 60. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .

2.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3.მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4.(ამოღებულია - 15.07.2020, №6853). საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/5/626­– ვებგვერდი, 26.10.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . თავი VI მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

5

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №3/5/62617.10.2017გადაწყვეტილება(1, 4)
    ტექსტი ძალადაკარგულია

    საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია ნორმატიული შინაარსი, რომელიც ახალი გამგებლის ან მერის არჩევისას უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას გამგეობის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე ავრცელებს.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 17.10.2017საქმის გადასინჯვის საფუძველი§37§90§93§98
  • №2-3/2/62618.11.2016განჩინება(1, 4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე - ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №65424.06.2015კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №2/5/62620.05.2015საოქმო ჩანაწერი(4, 1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    „საქართველოს მოქალაქე – ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

  • 62606.02.2015კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურის უფროსის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სამსახურის უფროსის გათავისუფლების ბრძანების კანონიერებას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სპეციალური ნორმების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამგებელს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების ფართო დისკრეცია ჰქონდა. პალატის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრძანებაში გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლების დაუსაბუთებლობა მისი ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესიული თანამდებობის პირია და მისი გათავისუფლების საკითხი გამგებლის შეუზღუდავ დისკრეციას არ განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლები, შიდა აუდიტის გარემოებები და დისკრიმინაციის შესახებ მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხეები იყვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური გათავისუფლებისას ორგანომ უნდა გამოიკვლიოს არსებითი გარემოებები და დაასაბუთოს გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და განაცდური არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურდა. სამსახურში აღდგენაზე უარი მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

  • კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    გათავისუფლების ბრძანების არარად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და ფულადი მოთხოვნები

    დავა შეეხებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის გათავისუფლების ბრძანებას, თანამდებობაზე აღდგენასა და ფულადი მოთხოვნების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა გათავისუფლების უკანონობის შესახებ, თუმცა ბრძანება არარა აქტად არ მიიჩნია. პალატამ განმარტა, რომ ახალი გამგებლის არჩევის შემდეგ მოსარჩელის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და ახალი დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბრძანება ბათილად ცნო და ორგანოს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა; განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ივნ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20310⁴351377505462 (და…14760
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ფინანსთა ს…მეცნიერების, ტექნოლოგი…ზოგადი განათლების შესა…ადმინისტრაციული ხელშეკ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა