საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 20. დევნილის უფლებების დაცვის გარანტია

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიანინო ბაზიკოშვილი

1.დევნილის უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და მუნიციპალიტეტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2.თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6912 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსზე უარის ბათილად ცნობა და სტატუსის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სააგენტოს უარს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ცხოვრების გარემოებათა ერთობლივი შეფასებით დგინდება და გადაადგილების თავისუფლებას არ გამორიცხავს. სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მოსარჩელის ოჩამჩირეში ყოფნის პერიოდულობა და ნათესაური კავშირები. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტი ბათილად გამოცხადდა და საკითხი სააგენტოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დევნილის უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და მუნიციპალიტეტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6912 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში დევნილის უფლებათა დამცველ სუბიექტად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად მუნიციპალიტეტებია დასახელებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26182541305⁹1305⁸221614125835520
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…საერთაშორისო დაცვის შე…სოციალური დახმარების შ…საქართველოს ადმინისტრა…შეზღუდული შესაძლებლობი…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა