საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიანინო ბაზიკოშვილიგიორგი ფანცულაია

1.სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ: ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით; ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს; გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს; ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში; ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში; თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით; ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში.

2.სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

3.ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

4.სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში. თავი V დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-904-20202024-07-1638
    საკასაციო არსებითი (T2)

    როდის უტოლდება საკუთრების უფლების შეზღუდვა ფაქტობრივ ექსპროპრიაციას?

    მოსარჩელე კომპანია სახელმწიფოსგან ითხოვდა დევნილებით დასახლებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების ფაქტობრივი ექსპროპრიაციისთვის ანაზღაურებასა და მიუღებელ შემოსავალს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ფაქტობრივი ექსპროპრიაცია გულისხმობს უფლების არსის დარღვევას, ხოლო ამ საქმეში მესაკუთრეს ქონების გაყიდვისა და სარგებლობისთვის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა უნარჩუნდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დევნილთა განსახლების საჯარო ინტერესის გამო საკუთრების შეზღუდვა ანაზღაურების გარეშე არათანაზომიერი იყო და სახელმწიფოს მიერ დაზოგილი ქირის ანაზღაურება გამართლებული იყო. ორივე საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვის შედეგად არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ: ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით; ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს; გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს; ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში; ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში; თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით; ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში. 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით. 3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი. 4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში. თავი V დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1688617181951924625837716
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…საერთაშორისო დაცვის შე…ქალთა მიმართ ძალადობის…სოციალური მუშაობის შეს…ბავშვის უფლებათა კოდექ…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა