Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 3

ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ამ პუნქტში მითითებულ ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

2.ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულება.

3.საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში, ბინადრობის მოწმობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტში, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში, სხვა სამგზავრო დოკუმენტში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში ან/და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემ სხვა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით.

4.იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობაში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში სამინისტრო პირის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. თუ იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბი მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტის − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

6.თუ სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის ნებაყოფლობითი მიმართვის გარეშეც, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

7.იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით ნებაყოფლობით არ განაცხადა ასეთი დანაშაულის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 დეკ. 2013

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 1
  • 5

ამნისტიის შესახებ

  • 3
  • 1
  • 5

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი
  • 8პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი

ამნისტიის შესახებ

  • 8

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 19

ამნისტიის შესახებ

  • 10

ამნისტიის შესახებ

  • 12

ამნისტიის შესახებ

  • 5

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19152483151012583
მნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსაქართველოს ოკუპირებულ…ამნისტიის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 დეკ. 2013 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026