Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებმუხლი 4

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

მუხლი 4. განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018
თემები:ექსპატრიანტის გადასახადებიოჯახის გაერთიანებანატურალიზაციაბინადრობის ნებართვებისაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს: ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში; ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა.

2.რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) დაბადების მოწმობა; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა); ზ) ( ამოღებულია – 01.12.2009, №2204 ); თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება; ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

3.განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

5.განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი.

6.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით.

7.ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს: ა) სამინისტროშისახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში; ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა. 2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) დაბადების მოწმობა; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა); ზ) ( ამოღებულია – 01.12.2009, №2204 ); თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება; ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 5. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროსსახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა,წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი. 6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით. 7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
რედაქციების შედარება

1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს: ა) სამინისტროში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში; ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა. 2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) დაბადების მოწმობა; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა); ზ) ( ამოღებულია –ინფორმაცია 01.12.2009,ჯანმრთელობის №2204მდგომარეობის );შესახებ; თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება; ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 5. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა, ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი. 6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით. 7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 ივლ. 2018
  2. 10 დეკ. 2009
  3. 29 დეკ. 2008
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობის ნებართვის განაცხადები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუდმივი ბინადრობის ნებართვა (P-Res)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის ნებართვა ოჯახის წევრებისთვისსერვისის გვერდი
  • გამოსახლების პროცედურებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-07-05 · №7

3
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2018-07-11
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 5მუხლი 11¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 3რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები
  • 5რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია
  • 9საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 27¹საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 17—
  • 19—
  • 16—

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 5უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 8პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
  • 10პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 19საქართველოში მშვილებლად დასარეგისტრირებლად მიმართვა და წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 14საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35211¹917191627¹581014194
მითითებამნიშვნელობით ახლოსყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს ოკუპირებულ…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018