საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 11. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე; ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა.

2.დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი; ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი; გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე; ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.

3.დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4.დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 1 ოქტომბრის კანონი №5042 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. თავი IV დევნილის უფლებების დაცვა იძულებითი გადაადგილებისას

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-746-702-20122012-10-3139სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა დევნილთა განსახლების შესახებ სახელმწიფოს ნება წერილობითი აქტის გარდა მისი ორგანოების მოქმედებებით დადასტურდეს?

    შპს მოითხოვდა დევნილების მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. სადავო იყო, წარმოადგენდა თუ არა შენობა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და ჰქონდათ თუ არა მოპასუხეებს მისი ფლობის სამართლებრივი საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განსახლების თაობაზე სახელმწიფოს ნება შესაძლოა მისი ორგანოების მოქმედებებითაც დასტურდებოდეს და მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეფასდეს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-142-136-20122012-11-0543სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა დევნილთა განსახლების შესახებ სახელმწიფოს ნება მისი ორგანოების მოქმედებებით დადასტურდეს?

    სააქციო საზოგადოება მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას მოითხოვდა. დავა შეეხებოდა დევნილთა მფლობელობის მართლზომიერებას და სადავო შენობის კომპაქტური განსახლების ობიექტად მიჩნევას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ნება მხოლოდ წერილობითი აქტით არ დასტურდება და გარკვეულ პირობებში დევნილთა კანონიერი განსახლების პრეზუმფცია მოქმედებს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №ას-118-113-2012014-05-1317სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი, როდესაც სასამართლო ვერ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ ვერც ერთ საფუძველს

    მოსარჩელეებმა მოითხოვეს თანასაკუთრებად რეგისტრირებული ბინის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, საქმის არსებითი საკასაციო განხილვის გარეშე.

  • №ბს-36(კ-2026)2025-05-2753ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსზე უარის ბათილობა, სტატუსის მინიჭება და მიუღებელი შემწეობის გადახდა

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე სააგენტოს უარის, სტატუსის მინიჭებისა და მიუღებელი შემწეობის გადახდის საკითხებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დგინდება პირის ნებისა და ფაქტობრივი ცხოვრების მიხედვით და არა მხოლოდ რეგისტრაციის მისამართით. პალატამ ასევე მიუთითა, რომ უკანონო უარით მიუღებელი შემწეობა შეიძლება ანაზღაურდეს როგორც ზიანი. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-243(კ-2024)2024-11-2717ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანების ბათილობა, სტატუსის აღდგენა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების ბათილობას, სტატუსის აღდგენასა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას. მოპასუხე იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ცხოვრების გარემოებათა ერთობლიობით დგინდება, ხოლო ყალბი მონაცემებით სტატუსის მიღება მისი ჩამორთმევისთვის დადასტურებული უნდა იყოს. უკანონოდ ჩამორთმეული სტატუსის გამო მიუღებელი შემწეობა საერთო წესით ექვემდებარება ანაზღაურებას. სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სტატუსის აღდგენისა და თვეში 45 ლარის ანაზღაურების შესახებ.

  • №ბს-878(კ-2023)2024-03-1926ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსზე უკანონო უარის გამო მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსზე უკანონო უარის გამო მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო ბრძანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არსებობდა. თავდაპირველ სარჩელში შემწეობის მოთხოვნის არდაყენება ორგანოს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 1350 ლარის ანაზღაურების შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე; ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა. 2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი; ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი; გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე; ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით. 3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 1 ოქტომბრის კანონი №5042 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. თავი IV დევნილის უფლებების დაცვა იძულებითი გადაადგილებისას

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 18 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10⁵19 (დ…18 (დ…16512 (დ…9 (და…10128607011
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…“მიზნობრივი სოციალური …შრომითი მოვალეობის შეს…სოციალური დახმარების შ…სოციალური პაკეტის განს…სახელმწიფო პენსიის/საპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა