ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი იმავდროულად: ა) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა; ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; გ) უშუალოდ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ან აშკარად მოუწოდებდა ძალადობისაკენ და ეთნიკური დისკრიმინაციისა და შუღლისაკენ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება კომისიის ბიუროს თანამშრომლებზე, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა.

3.თუ კომისიის წევრს ან კომისიის ბიუროს თანამშრომელს, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა, აღმოაჩნდა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმესაც განიხილავს კომისია, იგი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

4.თუ კომისიის წევრი ან კომისიის ბიუროს თანამშრომელი, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა, არის საქმის განხილვაში მონაწილე მხარის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის ნათესავი, ან თუ ის კონფლიქტის მიმდინარეობისას მონაწილეობდა ამ საქმის სასამართლო განხილვაში ან მუშაობდა სახელმწიფო ორგანოში ან იყო სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა სადავო ქონებასთან, იგი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

5.საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნულ კომისიის წევრზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი, თუ იგი კომისიაში საქმიანობისათვის ანაზღაურებას იღებს მისი წარმდგენი საერთაშორისო სამართლის სუბიექტიდან (სუბიექტებიდან).

6.საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნულ კომისიის წევრზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12153681110 (დ…6222141⁷101311
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებეროვნული მარეგულირებელ…ფუნდამენტური კვლევების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…