ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საჯაროობა

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისიისა და მისი კომიტეტის სხდომები საჯაროა. კომისიის (კომიტეტის) სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამას მოითხოვს ერთ-ერთი მხარე მაინც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.კომისიისა და მისი კომიტეტის მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გასაიდუმლოებას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.

3.კომისიის წევრი ან კომისიის ბიუროს თანამშრომელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თანამდებობიდან გამომდინარე ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე ხელი შეუწყოს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

4.პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის, კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ ან სხვაგვარად. კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია პირი გააფრთხილოს ამის შესახებ.

5.კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში შესაბამისად კომისია ან კომისიის კომიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს მისგან გამოწვეული მორალური ან/და მატერიალური ზიანი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4411137¹713³18210461226814748
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს პარლამენტი…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…