საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

2.დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.

3.თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და ამ დოკუმენტებით სარგებლობისთვის კანონით დადგენილი წესები.

4.დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ისეთი ინფორმაციის (მასალის) ან კომისიის სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დასაშვებია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის ან კომისიის სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები. 3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და ამ დოკუმენტებით სარგებლობისთვის კანონით დადგენილი წესები. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ისეთი ინფორმაციის (მასალის) ან კომისიის სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დასაშვებია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის ან კომისიის სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4275453556465632267666068
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა