Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებმუხლი 9

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 9. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავენ ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.კომისია შედგება კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან პარიტეტის პრინციპით დანიშნული წევრებისაგან.

3.საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნიშნავს კომისიის 3 წევრს, რომლებიც შემდეგ აკომპლექტებენ კომისიას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ღია კონკურსის წესით.

4.კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 2 კანდიდატი, რომელთაც დანიშნავს საქართველოს ხელისუფლება. ასეთი გარემოების არსებობისას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან კომისიის დაკომპლექტება მოხდება შესაბამისად ორ - ორი წევრით.

5.კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებიდან კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს (სუბიექტებს), პოლიტიკურ პარტიას (პარტიებს), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა, ან არანაკლებ 50-კაციანი ჯგუფისა.

6.კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. იგი უნდა იყოს საზოგადოებისაგან აღიარებული და მისი ნდობის მქონე პირი. კომისიის წევრთა ერთ მესამედს მაინც უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.

7.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით კომისიის წევრისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 45 დღე.

8.თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა, კონკურსი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა. კანდიდატთა სია გამოქვეყნდება კანდიდატთა წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 2 დღეში.

9.კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნული წევრები ნიშნავენ კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების კვოტით დასანიშნ კომისიის წევრებს.

10.საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დასანიშნ წევრთა დანიშვნისა და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, ასევე კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომისიის შექმნის პროცესში მონაწილე საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან (სუბიექტებთან) დადებული მემორანდუმის შესაბამისად.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №5

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 10კომისიის სტრუქტურა
  • 36კომისიის მიერ გასატარებელი ღონისძიებები
  • 11ინტერესთა კონფლიქტი

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 15კომისიის შემადგენლობა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 38საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 41სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 13საარჩევნო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10123611941223815292032139
მითითებამნიშვნელობით ახლოსყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამსახურში კონკ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო