Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებმუხლი 7

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

მუხლი 7. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია: ა) აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის ბაზარზე მიმოქცევას; ბ) ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; გ) საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის; დ) აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების თაობაზე.

2.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება ნარკოტიკული სიმთვრალის გამოსაწვევად ხდებოდა; ბ) მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს, საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია.

3.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიების განხორციელება ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 ივლ. 2018 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 6ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია
  • 9გარდამავალი დებულებანი
  • 4ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 4საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიები და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
  • 9ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 5საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 6უფლებების აღდგენა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 7ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 20სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები

პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
567204931769487
მნიშვნელობით ახლოსახალი ფსიქოაქტიური ნივ…ნარკოტიკული საშუალებებ…პესტიციდებისა და აგროქ…ნარკოტიკული დანაშაულის…ქალთა მიმართ ძალადობის…წამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026