ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 6. უფლებების აღდგენა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილიდავით ელისაბედაშვილიგიორგი ფანცულაია

1.ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

1¹.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

1².საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

1³.(ამოღებულია - 17.12.2025, №1344).

2.ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 4 1 პუნქტით და ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

3.უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.

4.ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5.(ამოღებულია - 17.03.2020, №5770). საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.​ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1472 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1785 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5397 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5770 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №927– ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1344 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 17 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1² პუნქტიდან ამოღებულია მითითება 1³ პუნქტზე, ამიტომ უფლების მოპოვება დაკავშირებულია მხოლოდ სასამართლოს განსაზღვრული ვადის გასვლასთან; 1³ პუნქტი მთლიანად ამოღებულია.

  2. მე-6 მუხლის 1² პუნქტში ჩამორთმეული უფლებების მოპოვების წესი, რომელიც 45-ე და 45¹ მუხლებზე ვრცელდებოდა, ახლა 100² მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზეც ვრცელდება.

  3. · გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025

    მე-6 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში „გამსაღებელი“ შეიცვალა „ნარკომოვაჭრით“; 1² პუნქტი გავრცელდა 45-ე მუხლზე და დაემატა 1³ პუნქტი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისიას 2 500 ლარის გადახდის პირობით ვადამდე აღდგენის ან ვადის შემცირების უფლებამოსილება აქვს.

  4. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2020
  5. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
  6. მე-6 მუხლს დაემატა 1² პუნქტი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლით ჩამორთმეული უფლების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

  7. 1¹ პუნქტში სააგენტოს მიმაკუთვნებელი სამინისტრო შეიცვალა: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაცვლად მითითებულია იუსტიციის სამინისტრო; კომისიის უფლებამოსილება უცვლელია.

  8. · გამოქვეყნდა 12 მარ. 2014

    მე-6 მუხლის 1-ელ, მე-4 და მე-5 პუნქტებში პირთა ჩამონათვალს დაემატა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი; დანარჩენი წესები უცვლელია.

  9. მე-6 მუხლის 1¹ პუნქტში შეიცვალა სამინისტროს დასახელება, რომლის მმართველობის სფეროშიც მოქმედებს სააგენტო; კომისიის უფლებამოსილების აღწერა ტექსტში უცვლელია.

  10. მე-6 მუხლის 1¹ პუნქტში კომისიის მიერ უფლებების აღდგენა ან ჩამორთმევის ვადის შემცირება დაკავშირებულია მე-3 მუხლის შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლასთან; ასევე შეიცვალა სიტყვა „გათვალისწინებული“ სიტყვით „განსაზღვრული“.

  11. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში უფლებების მოპოვების ვადამდე შესაძლებლობა 1¹ პუნქტით დაშვებულ შემთხვევაზე გავრცელდა, ახალი 1¹ პუნქტით პრობაციის სააგენტოს კომისიას მიენიჭა უფლებების ვადამდე აღდგენის ან ვადის შემცირების უფლებამოსილება, ხოლო მე-2 პუნქტის გამონაკლისებს 1¹ პუნქტიც დაემატა.

  12. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების აღდგენის წესს დაემატა გამონაკლისი მე-3 მუხლის 4¹ პუნქტის შემთხვევებისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38126473¹26922¹27¹1235100²302356²511166
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სქესობრივი თავისუფლები…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა