Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებმუხლი 4

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 4. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიები და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026
თემები:ნარკოტიკული დანაშაულებიდაბინძურების კონტროლიპიროვნული დაზიანებაზემოქმედების შეფასებაშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში : ა) I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული; ბ) II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ; გ) III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები , მათი წამლის ფორმები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ ი სხვა ნივთიერებები ; დ) IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები ) , რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის.

2.საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი ნაწილია .

3.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეტანილია მათი საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიკული) დასახელებით ან/და ქიმიური დასახელებით ან/და არარეგისტრირებული ტრივიალური დასახელებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მათში შეტანილ ნივთიერებ ათა , აგრეთვე მათი მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა .

4.ადგილობრივი ნარკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინოგენული სიტუაციის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია სიებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ერთი სიიდან მეორეში გადატანა, სიიდან ამოღება ან სიაში ახალი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამატება.

5.სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის საფუძველია: ა) გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება; ბ) სამედიცინო დაწესებულებების, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-საგამოძიებო ან/და სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული, სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სოციალური საფრთხის შემცველი უკანონო მოხმარების ფაქტებზე.

6.საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით.

7.მცენარის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სიებისათვის მიკუთვნების საკითხის განსაზღვრისას სახელმძღვანელო დ გამოიყენება მხოლოდ სიები ან/და კომპეტენტური ორგანოს განმარტებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში : ა) I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე   მკაცრად არის შეზღუდული; ბ) II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები,   აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ; გ) III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები , მათი წამლის ფორმები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ ი სხვა ნივთიერებები ; დ) IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები ) , რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის. 2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი ნაწილია . 3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეტანილია მათი საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიკული) დასახელებით ან/და ქიმიური დასახელებით ან/და არარეგისტრირებული ტრივიალური დასახელებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მათში შეტანილ ნივთიერებ ათა , აგრეთვე მათი მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა . 4. ადგილობრივი ნარკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინოგენული სიტუაციის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია სიებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ერთი სიიდან მეორეში გადატანა, სიიდან ამოღება ან სიაში ახალი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამატება. 5. სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის საფუძველია: ა) გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება; ბ) სამედიცინო დაწესებულებების, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-საგამოძიებო ან/და სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული, სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სოციალური საფრთხის შემცველი უკანონო მოხმარების ფაქტებზე. 6. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით. 7. მცენარის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სიებისათვის მიკუთვნების საკითხის განსაზღვრისას სახელმძღვანელო დ გამოიყენება მხოლოდ სიები ან/და კომპეტენტური ორგანოს განმარტებები.
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტყვიით მოწამვლის საქმეები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წინა ხემოსთერაპია ხელი შეწყვეტის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საშიში მასალების მართვასერვისის გვერდი
  • საშიში ნივის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-14 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 15საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათა აკრძალვა
  • 5სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კონტროლის რეჟიმი
  • 11საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 20სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები
  • 21სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების ლეგალური ბრუნვის კონტროლი

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 4ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა
  • 7ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები
  • 2კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159¹⁰საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ანდა მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • 159რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 273ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 63ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
273159¹⁰159202115511472634
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 14 აპრ. 2026