1.სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს , მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2.სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა , ასევე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.
3.საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
