1.პირის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. განაღდებული კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული.
2.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.
3.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა გაიზარდოს.
4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და ფორმირების წესი. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
