მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 26. ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები: ა) საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა; ბ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად; გ) ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა. იგი 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს არ უნდა აღემატებოდეს; დ) ერთი მსხვილი სესხისა და ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების პირველად კაპიტალთან თანაფარდობა; ე) ყველა ინსაიდერზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის პირველად კაპიტალთან თანაფარდობა; ვ) ლიკვიდურობის დონე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება; თ) ინვესტიციებისა და ქონებრივი ინვესტიციების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობა; ი) ღია სავალუტო პოზიციის საზედამხედველო კაპიტალთან თანაფარდობის ლიმიტი.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეულ მიკრობანკს განუსაზღვროს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები ან მიკრობანკებს დაუწესოს ეკონომიკურ ლიმიტებსა და ნორმატივებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

3.თუ მიკრობანკის მთლიანი აქტივები საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 2 პროცენტს გადააჭარბებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში დაბრუნების გეგმის წარდგენა ან განუსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული საზედამხედველო მოთხოვნები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹56142192948291516426
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა